NEW

ჩვენ შესახებ

მოგესალმებით კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენი კომპანიის საიტზე. „ორიგინალი“ ფართო სპექტრის სარეკლამო მომსახურებას გთავაზობთ. აქ თქვენ ნახავთ სრულ ინფორმაციას ჩვენი საქმიანობის შესახებ. თქვენ გჭირდებათ რეალური ცვლილება უკეთესობისკენ – ჩვენ ვიცით როგორ უნდა მიაღწიოთ მიზანს. ბიზნესის წარმატებას მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია და ინფორმაციის სწორად მიწოდება განსაზღვრავს. თანამედროვე სამყარო რეკლამის გარეშე წარმოუდგენელია. კარგი რეკლამა ბიზნესისთვის მუდმივი ძრავაა. ცუდი - მუხრუჭი. ჩვენი კომპანია 15 წლის წინ ჩამოყალიბდა. წლების განმავლობაში იცვლება მომხარებელთა მოთხოვნები, ინერგება ინოვაციური ტექნოლოგიები და ვითარდება სარეკლამო ბაზარი. „ორიგინალი“ დღიდან დაარსებისა ფეხს უწყობს ამ ცვლილებებს, თუმცა უცლელად ინარჩუნებს მთავარ ღირებულებებს - პასუხისმგებლობა, ხარისხი და ინდივიდუალური მიდგომა. დღეს „ორიგინალი“ ერთ-ერთი წამყვანი და ავტორიტეტული კომპანიაა სარეკლამო კომპანიების ბაზარზე. ჩვენი კომპანიის პროფესიონალთა გუნდი მზად არის თანამშრომლობისთვის.

კორპორატიული პასუხისმგებლობა

ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ თქვენთან და ვიცით, როგორ მივაღწიოთ სასურველ შედეგს თქვენი მოთხოვნების შესაბამისად. ურთიერთთანამშრომლობის განმავლობაში ჩვენ არ გვყავს კლიენტები! ჩვენ გვყავს პარტნიორები და ამით ყველაფერია ნათქვამი.

ხარისხი

ჩვენი კომპანია გთავაზობთ გარანტირებულად მაღალი ხარისხის რეზულტატს. ხარისხის გარანტი და მაჩვენებელი ისიც გახლავთ, რომ ჩვენი საქმიანობის არეალი სცილდება ქვეყნის ფარგლებს - ფილიალები ისეთ კონკურენტულ გარემოში, როგორიცაა მოსკოვი და კიევი ჩვენი კომპანიის მაღალ რეპუტაციაზე მეტყველებს.

ინდივიდუალური მიდგომა

თქვენი ბიზნესი უნიკალურია. ჩვენი მიდგომა – ინდივიდუალური. დამკვეთის მოთხოვნების გათვალისწინებით უმაღლესი ხარისხის პროდუქციის შექმნა ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

რატომ უნდა შეაჩეროთ არჩევანი ჩვენს კომპანიაზე:

  • • ჩვენ გვაქვს თხუთმეტეწლიანი წარმატებული გამოცდილება
  • • ჩვენთან თანამშრომლობა მოსახერხებელი და კომფორტულია
  • • „ორიგინალი“ სანდო პარტნიორია ჩვენ გთავაზობთ ორიგინალურ, კრეატიულ და შემოქმედებით გადაწყვეტილებებს
georgian flag Tel.: (+995) 32 2 38 67 89; 32 2 21 24 96; 32 2 21 24 97; E-mail: info@original.ge
© 2024 Original.ge